2010 წლის პირველ ნახევარში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის აპარატის 227,8 ათასი ლარით დაფინანსდა
2010 წლის პირველ ნახევარში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის აპარატის ფაქტიურმა დაფინანსებამ 227,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 80,7 პროცენტია. დეპარტამენტის ხარჯების დაფინანსებამ 147,5 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების დაფინანსებამ - 80,3 ათასი ლარი შეადგინა.
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე მიმართულმა სახსრებმა 104,6 ათასი ლარი, საქონელზე და მომსახურებაზე - 41,3 ათასი ლარი, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფაზე - 1,6 ათასი ლარი შეადგინა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ დასახული პრიორიტეტების „ტურიზმის საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნის მიზნობრივი პროგრამის" განხორციელებაზე 2010 წლის ორ კვარტალში გეგმით გათვალისწინებული 1 მლნ. 250 ათასი ლარიდან, 1 მლნ. 245 ათასი ლარით, ანუ გეგმის 99,6 პროცენტით დაფინანსდა.