წარმატებული ქართველი მსახიობი ნატო მურვანიძე Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
მურვანიძე ანა ურუშაძის სადებიუტო მხატვრულ ფილმში "საშიში დედა" მთავარ როლს ასრულებს.
ცნობისთვის, ფილმი 50 წლის ქალის ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის.
შეგახსენებთ, ფილმი საქართველოს სახელით "ოსკარზეა" გაგზავნილი.