საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.
„იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, – აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.
წარდგენისას კომენტარი თავად კუპატაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.