"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ მქონია", - ამის შესახებ კუდის ყოფილმა უფროსმა, დათა ახალაიამ "სკაიპით"დაკითხვისას განაცხადა.
მოსამართლის კითხვაზე, სად იმყოფება ამჟამად, მან პასუხის გაცემა არ ისურვა:
"საჭიროდ არ ვთვლი ვთქვა თუ სად ვარ, თუ აუცილებელია,მოგახსენებთ. შემიძლია სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება", - განაცხადა ახალაიამ.
მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საქმიან მიზნით ხვდებოდა.
"ოლეგ მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან არასდროს მივსულვარ, სააკაშვილს მხოლოდ საქმიან ურთიერთობებზე ვხვდებოდი და არასდროს, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით არ მქონია საუბარი მასთან", - განაცხადა დათა ახალაიამ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე კუდის ყოფილი უფროსი, დათა ახალაიას "სკაიპით" იკითხება.
მოწმის დისტანციურად დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.