ე.წ აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტების პირველი პარტია რუსეთიდან სოხუმში ჩაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საპასპორტო-სავიზო სამსახურის ხელმძღვანელზე ვალერი მალიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემა დაიწყება.
მალიას განაცხადებით, ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცემა ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტები აქვთ.
"პირველ რიგში პასპორტების სტუდენტებზე გავცემთ, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად მიდიან და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებენ", - აცხადებს მალია.