10 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.რ-ს, კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 118 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოჩინეს.
6 - 18 ნოემბერს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,გუგუთი“ და ,,სადახლო -საავტომობილო“. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქეების ა.ა-სა და ა.მ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (ჯამში, 12.8 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.