თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ჯგუფების მობილიზება მოხდა.
სასწრაფოს ექიმები არ საუბრობენ გამოძახების შესახებ და ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია.
ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ისმის ინტენსიური სროლისა და აფეთქების ხმა.
ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.