ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის თვითმფრინავმა ჰელსინკის აეროპორტში იძულებითი დაჯდომა განახორცილა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სეპარატისტთა ლიდერის თვითმფრინავი ჰელსინკის აეროპორტში "ტექნიკური მიზეზების" გამო დაეშვა. შესაბამისად, კოკოითი ნიკარაგუას ერთი დღის დაგვიანებით ეწვევა.
რაც შეეხება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი შამბას, მის თვითმფრინავი კუბის დედაქალაქის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ იგი კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
სერგეი ბაღაფშს და ედურად კოკოითს ნიკარაგუში 17 ივლისს ელოდებოდნენ, თუმცა ზემოთ აღნიშნულის გამო მათი ვიზიტი ერთი დღის დაგვიანებით იწყება.
სეპარატისტები ნიკარაგუაში 21 ივლისამდე დარჩებიან, საიდანაც შემდეგ ვენესუელაში გადაინაცვლებენ.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბარაფში სოხუმში 23 ივლისს, ხოლო ედუარდ კოკოით ცხინვალში 25 ივლისს გამოემგზავრებიან.