საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტული რეჟიმების ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ნიკარაგუაში ერთი დღის დაგვიანებით ჩავლენ.
აღნიშნულის მიზეზი კოკოითის თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და ბაგაფშის მიერ კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაუგეგმავი შეხვედრა გახდა.
ნიკარაგუაში სეპარატისტთა ლიდერები დანილ ორტეგას შეხვდებიან და "სანდინისტური რევოლუციის" გამარჯვების 31 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ.
ბაღაფშის და კოკოითის ნიკარაგუაში ვიზიტი 21 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ისინი ვენესუელაში გაემგზავრებიან. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში სოხუმში 23 ივლისს, ხოლო ედუარდ კოკოითი ცხინვალში 25 ივლისს დაბრუნდებიან.