”ჯი-ეიჩ-ენი”. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს:
„აკს“-ის და „აკმ“-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას“ მოდელის და „სვდ“-ს ტიპის 2 შაშხანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).