ვერა ქობალიას უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც ცნობილი ხდება, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორაციით, ჭიჭინაძე პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.
ამ დროისათვის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უფროსის პირველი მოადგილე გელა მურადიანი ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რამოდენიმე დღის უკან გადმოვიდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რეორგანიზაცია 12 სექტმებრისათვის უნდა დასრულდეს.