სომხეთი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი
სომხეთს ინტერნეტის მიწოდებაში პრობლემები შეექმნა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ადგილობრივი დროით 11:10 საათზე სომხეთის მსხვილი კომპანიები, ინტერნეტპროვაიდერები და სახელმწიფო უწყებები გლობალური ქსელის გარეშე დარჩნენ.
"ეს მსხვილი ავარიაა, რითაც საქართველომ ფაქტობრტივად დაკარგა საგარეო ცოფობრივი კავშირი სომხეთთან. კონკრეტულად რა მოხდა არ კონკრეტდება და არც ისაა ცნობილი როდისთვის აღუიდგება სომხეთს ინტერნეტის მიწოდება", _ აცხადებენ ინტერნეტპროვაიდერების წარმომადგენლები.
სომხური მხარის ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევები ადრეც მომხდარა, რისი მიზეზიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოშაოების არახარისხიანად შესრულება იყო.