რუსეთის ხელისუფლება ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერ ედუარდ კოკოითის ჩანაცვლების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "რეგნუმი" რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ე. წ. პრეზიდენტის პოსტზე სამი ახალი კანდიდატურა განიხილება, რომლებიც კოკოითის ადგილს დაიკავებენ.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, კანდიდატურებად ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე-ფაქტო თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი, მისი პირველი მოდგილე, პოლიტიკური პარტია "ერთობის" ლიდერი ზურაბ კოკოევი და რუსეთის ფედერაციაში სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. ელჩი დიმიტრი მედოევი განიხილება.
რაც შეეხება ედუარდ კოკოითის, "რეგნუმის" ინფორმაციით, ე. წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აპარატში დაასაქმებენ.