საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 3,3 %-ით გაიზარდა. საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 74.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.3 პროცენტით მეტია 2009 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (4.6 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.5 მლნ აშშ დოლარით), გერმანიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), ისრაელიდან (0,3 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე, გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი მოდიოდა.
2010 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.