საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიები გაასხვისა. აუქციონი 13 ობიექტზე იყო გამოცხადებული, სადაიდანაც გაიყიდა 3 ობიექტის ლიცენზია, დანარჩენ ობიექტებზე სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა.
ლიცენზიები გაიცა 20 წლის ვადით. აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 55 176 ლარი შეადგინა. აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ლიცენზიები: სანტას ტბაზე (წალკის მუნიციპალიტეტი), რომლის გასაყიდი ფასი 11 000 ლარია. გასხვისდა ასევე სულდის ტბაზე თევზჭერის ლიცენზია (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), რომლიც 13 332 ლარად გაიყიდა. გაიყიდა ასევე პანტიანის ტბაზე თევზჭერის ლიცენზია (დმანისის რ-ნი, სოფ. პანტიანი), რომელიც 30 844 ლარად ფიზიკურმა პირმა შეიძინა.