დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაემგზავრება. ბაღაფში ვენესუელისა და ნიკარაგუას მონახულებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის _ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები ბაღაფში და კოკოითი ლათინურ ამერიკაში ერთად უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკაში ხვალ მიდის, ბაღაფში კი დღეს.
სერგეი ბაღაფშის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას ინფორმაციით, ვიზიტი პრეზიდენტების - დანიელ ორტეგასა და უგო ჩავესის მიწვევით ხორციელდება.
აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია, ე.წ. ეროვნულ ბანკის პრეზიდენტ ილარიონ არღუნი და სხვები.
17 დან 21 ივლისის ჩათვლით ბაღაფში ნიკარაგუას ეწვევა სადაც პრეზიდენტ დანიელ ორტეგას შეხვდება. 21 დან 23 ივლისამდე კი ბაღაფში ვენესუელას ეწვევა სადაც პრეზიდენტ უგო ჩავესთან გამართავს შეხვედრას.