ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დაინიშნა. კეკელია დღეს ოფიციალურად თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ წარადგინა. ქობალიას თქმით, კეკელია შედეგებზე მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება.
"არჩილ კეკელია საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა. ის მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე საბანკო და ნავთობის სფეროში. აქვს გარკვეული გამოცდილებე ენერგეტიკის სექტორშიც. წლების განმავლობაში ის ლონდონში მუშაობდა და მიმაჩნია რომ მისი მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მაქსიმალურად ეფექტური იქნება"- განაცხადა ვერა კობალიამ.
არჩილ კეელიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მისი სფერო ძირითადად საგარეო ურთიერთობები იქნება და ის კურაციას გაუწევს: საინვესტიციო სააგენტოს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტსა და ტურიზმის დეპარტამენტს.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილედ რამოდენიმე დღის უკან დავით გიორგაძე უკვე დაინიშნა, რომელიც პრივატიზაციის სექტორს უხელმძღვანელებს. ქობალიას თქმით ამით მინისტრის მოადგილეების დონეზე რეორგაიზაცია დასრულდა და სამინისტრო მუშაობას ორი ახალი და სამი ძველი მოადგილით განაგრძობს.