ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს წარმატებული საპრივატიზაციო პროცესის დაწყების შესახებ, ოფიციალურად განაცხადა. ვერა ქობალიას განცხადებით, 15 ივლის, წარმატებული აუქციონის შედეგად, ე.წ. "ლეჩკომბინატი" ორმაგ ფასად გასხვისდა.
"წარმატებულ აუქციონზე თითქმის ორმაგ ფასად გაიყიდა ი.ჭავჭავაძის გამზ. #5 ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელშიც ქართულმა კომპანია "დილამ" 7 მლნ. 300 ათასი დოლარი გადაიხადა", _ - განაცხადა ვერა ქობალიამ. მინისტრის თქმით ამ პრივატიზაციით თბილისი საერთაშორისო დონის სამედიცინო ცენტრს მიიღებს.
ვერა ქობალიას თქმით, კომპანია "დილა" უძრავი ქონების ბაზარის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც ოპერირებას გაუწევს "ლეჩკომბინატს".
აგერსიული პრივატიზაციის პროცესის დასაწყებად კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს უძრავი ქონების ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიებთანაც.
"ინვესტორებთან ერთად, ვაპირებ აქტიური მუშაობა გავაგრძელო უძრავი ქონებისა და საბროკერო კომპანბიებტან რატა პრივატიზაციის პროცესი გახდეს უფრო აქტიური"- განაცხადა ვერა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მორიგი აუქციონი გაიმართა, რომელზედაც ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (საერთო ფართით - 11387,29 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 7 300 000 აშშ. დოლარად გაიყიდა. ობიექტის შესაძენად ორი კომპანია "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი" და კომპანია "დილა" იბრძოდნენ, საბოლოდ გამარჯვებულად კი "დილა" გასახედლა. ობიეტის საწყისი ფასი - 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა.