ხვალ, 17 ივლისს, ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ვენესუელასა და ნიკარაგუაში მიემგზავრება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითის ვიზიტისას სხვა და სხვა სფეროში რამდენიმე "სახელმწიფოთაშორისო" ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის ინფორმაციით, ვიზიტი 25 ივლისამდე გაგრძელდება.
ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან ერთად ლათინურ ამერიკაში მიემგზავრებიან: ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთში დიმიტრი მედოევი, "სახელმწიფო მრჩეველი" კონსტანტინე კოჩიევი.
"17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გაემგზავრება კარაკასში სადაც პრეზიდენტ უგო ჩავესს შეხვდება", _ განაცხადა მურატ ჯიოევმა.