იტალიური კომპანია საქართველოში საკუთარ ბიზნესგეგმას ცვლის.იტალური "ItalGeoConstractions & Mani Management" უჟანგავი მეტალის კონსტრუქციის საწარმოს გახსნის ვადას არა, თუმც საართველოს მოქალაქეებს დასაქმების უკვე შეთანხმების სექმას ცვლის
"ItalGeoConstractions & Mani Management" 2009 წლის ნაცვლად 2010 წლის განმავლობაში არანაკლებ 1 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას უზრუნველყოფს, ხოლო 2009 წლის განმავლობაში 20 ადამიანის დასაქმების ნაცვლად მათი დასაქმებას 2010 წლის ბოლომდე მოახდენს.
ამასთან საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლამდე 100 მოქალაქის დასაქმების ნაცვლად, მათი დასაქმება 2011 წელს განხორციელდება.
ვალდებულებების გადავადებისათვის "ItalGeoConstractions & Mani Management"-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა და სამინისტრომაც ვალდებულებების შესრულება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ინვესტორებმა 2009 წელს ხელვაჩაურში 39 ათას 342 კვ.მეტრი მიწის ფართობი შეისყიდა და სადაც 5 წლის განმავლობაში 10 მილიონამდე ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 2014 წლისთვის იტალიელი ინვესტორები საწარმოში 300 მოქალაქის დასაქმების პირობას დებენ.