ძლიერი წვიმის შედეგად დაბა დუშეთისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.
"ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა დაბა დუშეთის მოსახლეობის სახლები პირველი სართულები დატბორა. სტიქიამ ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზარალა. ამ დროისთვის უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომლიც ზარალს ითვლის", - განაცხადა ჩოჩელმა.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით ზარალი საკმაოდ დიდია, რომლის ზუსტი ოდენობა ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, რის შემდეგაც უკვე გადაწყდება მოსახლეობას რა სახის დახმარებას გაუწევენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ დუშეთში ხევის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების 1-ელი სართულები დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი.