პარიზში საშობაო სამზადისი პრენტამის მეგამაღაზიაში მაგიური ინსტალაციის გახსნით დაიწყო. ზღაპრულად გაფორმებული ფენდის ვიტრინის წინ ლენტი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიკოლ კიდმანმა გაჭრა. საშობაო ინსტალაციის შესაქმნელად დიზაინერებს 10 ათასზე მეტი ნათურის, 70 თოჯინისა და 98 მცირე ძრავის გამოყენება დაჭირდათ. პარიზში პრენტამის მაღაზიიდან საშობაო განწყობის შექმნის ტრადიცია 1865 წლიდან იღებს სათავეს.