პრივატიზებისა და ქონების მართვის დეპარტამენტი ცალ-ცალკე დეპარტამენტებად ჩამოყალიბდება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილემ დავით გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისათვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვტილება მიღებულია, რომ დეპარტამენტი ორად გაიყოს.
შეგახსნებეთ, რომ 2009 წელს ეკონომიკის მინისტრად ლაშა ჟვანიას დანიშვნის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და პრივატიზაციისა ქონების მართვის დეპარტამენტები გააერთიანა. ჟანიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქონების მართვა და პრივატიზება ერთმანეთან დაკავშირებული საკითხებია და ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობა უფრო გაადვილდებოდა. პრივატიზებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის გაყოფაზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტროს დროს.