ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს ბიზნესმენებთან და დიპკორუსთან შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადამ, საჭიროა ბიზნესთან სისტემატური შეხვედრები, რის გამოც ყოველთვიურად მოეწყობა ბიზნესფორუმები, რათა ხელისუფლებამ გაიგოს რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს და სამომავლოდ ამ პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობები ვიქონიოთ. იმისასთვის რომ ,გავიგოთ და გავეცნოთ რა პრობლემებია კერძო სექტორში ამისთვის ყოველთვიური ბიზნესფორუმები უნდა მოივაწყოთ", _ განაცხადა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ ამის მიღწევა ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია.
"ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას ეკონომიკის მეტი ლიბერალიზაციისათვის, რამაც ადგილობრივი ბიზნესის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება უნდა გამოიწვიოს", _ განაცხადა ქობალიამ.