უკრაინის უმაღლეს რადაში შს მინისტრის გადადგომას კენჭი უყარეს. არსენ ავაკოვის გადადგომას მხარი მხოლოდ 35-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ავაკოვის გადაყენება უმაღლესი რადის დეპუტატებმა ადრეც არაერთგზის მოითხოვეს, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე დღეს პირველად გავიდა. შს მინისტრის გადასაყენებლად 226 ხმა იყო საჭირო.