ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯიან პალასში", საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის I სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ორ მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას, კომისიის I შეხვედრის ოქმს და ასევე, საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო პალატების ურთიერთგაგების მემორანდუმს. სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.
ბელორუსის სამთავრობო დელეგაციაში, ვაჭრობის მინისტრის ვალენტინ ჩეკანოვის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან.