იაპონია ჩრდილოეთ კორეის საკითხზე შეერთებული შტატების პოზიციას სრულებით იზიარებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ტოკიო ფხენიანს დამატებით სანქციებს დაუწესებს.
ტრამპი აბეს აზიური ტურნეს ფარგლებში შეხვდა, რომელიც 12 დღეს გასტანს. მხარეებმა ჩრდილოეთ კრიზისის საკითხი განიხილეს.