15 ივლისს ენერგეტიკის სამინისტროში შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და და გერმანული კომპანია "Voith Hydro"-ს ხელმძღვანელმა ჰერბერტ ვერჯემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის #1 და #5 ჰიდროაგრეგატების რეაბილიტაცია დაიწყება.
ხელმოწერის ცერემონიალს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
კომპანია "Vოიტჰ Hყდრო"- ენგურჰესის #2, 3 და 4, ჰიდროაგრეგატებზე სარეაბილიტაციო სამუშაოს 2003 წლიდან აწარმოებს.
1-ლი და მე-5 აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოსთვის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ დამატებით 20 მლნ.ევროს ოდენობის სესხი იქნა გამოყოფილი.
სამუშაოს თანადაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტივიო ფონდი (NIF) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).