ტეხასის შტატში ეკლესიაში სროლას 26 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქალაქ სევერლენდ სპრინგსში განხორციელდა. შეიარაღებული მამაკაცი ბაპტისტურ ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაღუპულთა შორის ქალაქები და ბავშვებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დევინ პატრიკ კელია. მან სროლიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილი დატოვა. მოგვიანებით ის სამართალდამცველებმა ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც თავდმსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. კიდევ ერთი ვერსიით, შეიარაღებულ მამაკაცს საპასუხო ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებმა გაუხსნა. პატრიკ კელი წარსულში აშშ შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.