კოსოვოს თვიტაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რეგიონის დამოუკიდებლობა დღემდე 114 ქვეყანამ აღიარა.
„ჩვენი მიზანი, ქვეყნის სუვერენიტეტი 100-ზე მეტ ქვეყანას ეღიარებინა, მიღწეულია. ამ დროისათვის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს, 114-ს აღწევს,“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განსხვავებულ სტატისტიკას აქვეყნებს სერბეთის საგარეო უწყება. ბელგრადის მტკიცებით, კოსოვოს დამოუკიდებლობა 106 ქვეყანას აქვს აღიარებული.