ოქრო ისევ ძვირდება. მსოფლიო ბაზარზე ოქრო მას შემდეგ გაძვირდა, რაც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2010 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი დასწია. წამყვან ბირჟებზე ტროის უნცია ოქროს ფასი 0,3 პროცენტით, 1211,1 დოლარამდე გაიზარდა.
ამ დღეებში სარეზერვო სისტემამ გამოაქვეყნა ოქმი, რომლის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს მოსალოდნელია 3-3,5 პროცენტით. მანამდე ეკონომიკის ზრდას 3,2-3,7 პროცენტით ვარუდობდნენ.
არასაიმედო მონაცემები წარმოადგინა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომაც. ამერკაში საცალო გაყიდვები 0,5 პროცენტით შემცირდა.
2010 წლის დასწყისიდან ოქრო 10 პროცენტით გაძვირდა. უკანასკნელ წლებში ოქროს გაძვირება მსოფლიო ფინანსურ სისტემაში მზარდმა არასტაბულურობამ გამოიწვია, მიმდინარე წელს ფასის ზრდის მთავრი მიზეზი ევროპაში ვალებთან დაკავშირებული კრიზისი გახდა.
კრზისის დროს ოქრო ინვესტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობოთ სარგებლობს. ინვესტორები მას უყურებენ, როგორც არასტაბილური ვალუტის საიმედო ალტერნატივას. ხშირ შემთხვევაში ოქრო გლობალური ეკონომიკის არასტაბილურობის პერიოდში ინვესტორებს ეხმარება არა მხოლოდ შეინარჩუნონ თავისუფალი ფინანსური სახსრები, არამედ გაზარდონ კიდეც.