ოპეკის ქვეყნებმა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი 2011 წლისთვის 1,2 პროცენტით, დღე-ღამეში ერთი მილიონი ბარელით გაზარდა.
ამავე დროს ოპეკმა, რომელიც ნახშრიწყლბადის მსოფლიო მოპოვების 40 პროცენტს უზრუნველყოფს, პირველად უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თავის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღე-ღამეში 0,2 მლნ ბარელით გაზრდა.
ოპეკის გამოქვეყნებული პროგნოზის ფონზე ნავთობზე მსოფლიო ფასმა მოიმატა. მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი 35 ცენტით, 7,39 დოლარამდე გაძვირდა.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ ნავთობის მოთხოვნის შესახებ ასევე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. სააგენტოს შეფასებით, 2011 წლისთვის ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1,35 მლნ ბარელით, 87,84 მილიონამდე გაიზრდება.