აჭარის მთავრობამ იანვარ-ივნისში დაგეგმილზე 4 %-ით ნაკლები თანხა დახარჯა, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული. 2010 წლის ორი კვარტალის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებული ასიგნებები 42 მლნ. 499 ათას ლარს შეადგენს, ფაქტობრივი დაფინანსება კი 40 მლნ. 722 ათას ლარი, ანუ გეგმის 96 პროცენტი შეადგენა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 1 მლნ. 755 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 1 მლნ. 708 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,3 პროცენტია.
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე მიმართულმა სახსრებმა 961,1 ათასი ლარი, გეგმის 99,9 პროცენტი, საქონელზე და მომსახურებაზე - 395,6 ათასი ლარი, გეგმის 89,8 პროცენტი, სოციალურ უზრუნველყოფაზე - 2,5 ათასი ლარი, გეგმის 89,4 პროცენტი შეადგინა, ხოლო არაფინანსური აქტივების დაფინანსებამ - 389,2 ათასი ლარი, გეგმის 98,3 პროცენტი შეადგინა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის 2010 წლის ორ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 239,2 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ - 228,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,4 პროცენტია. ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შრომის ანაზღაურებაზე მიმართულმა სახსრებმა 211,7 ათასი ლარი, გეგმის 98,1 პროცენტი, ხოლო საქონელზე და მომსახურებაზე - 16,5 ათასი ლარი, გეგმის 70,5 პროცენტი შეადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის 2010 წლის ორ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 12 მლნ. 720 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ - 12 მლნ. 119 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,3 პროცენტია.
აქედან ხარჯების დაფინანსებამ 8 მლნ. 465 ათასი ლარი, გეგმის 94,1 პროცენტი, არაფინანსური აქტივების დაფინანსებამ - 3 მლნ. 586 ათასი ლარი, გეგმის 98 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვალდებულებების დაფინანსებამ 68,4 ათასი ლარი, ანუ გეგმის 99,8 პროცენტი შეადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის 2010 წლის ორ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 1 მლნ. 672 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 1 მლნ. 638 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 98 პროცენტია.
აქედან ხარჯების დაფინანსებამ 1 მლნ. 626 ათასი ლარი, გეგმის 98 პროცენტი, ხოლო არაფინანსური აქტივების დაფინანსებამ - 12,1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 99,8 პროცენტი შეადგინა.
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მთავრობის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები 886,4 ათასი ლარი ათვისებულია მთლიანად, საქონელზე და მომსახურებაზე - 618,7 ათასი ლარი, გეგმის 94,8 პროცენტი, ხოლო სხვა ხარჯებზე - 121,1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 100 პროცენტი შეადგინა.