რუსეთის რეაქცია ბელორუსის პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ მოქმედებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობის აქტივიზაციაზე გადავიდა საკმაოდ ხისტი იქნება. ეს განცხადება დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ ჟარიხინმა გააკეთა. ჟარიხინი ასევე აცხადებს, რომ კრემლი აჩვენებს სეირს ლუკაშენკოს, რომელმაც ადამიანს ჩათვალა თავი და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე გავლენის მოხდენა მოინდომა.
ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ საქართველოსთან დაახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯების კომენტირებისას ვლადიმერ ჟარიხინმა განაცხადა, რომ "ეს არის იმ უნაირო გეოპოლიტიკური თამაშების გაგრძელება, რომელსაც ლუკაშენკო რუსეთის ჯიბრით თამაშობს".
"იგი ფაქტობრივად იყო ერთ-ერთი ინიციატორი ოშსა და ჯალალაბადში მომხდარ ტრაგედიისა, როდესაც შეიფარა ბაკიევი და მისცა მას საშუალება საჯარო განცხადებები ეკეთებინა. ახლა იგი საქართველოსთანაც იგივე პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს", _ აცხადებს ჟარიხინი.
მისივე თქმით, ლუკაშენკოს მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ რეგიონში არსებულ სიტუაციას არამედ ბელორუსის რეპუტაციასაც.
"მიმაჩნია, რომ ლუკაშენკოს გადაჭარბებით აფასებს თავისი ქვეყნის სიდიდეს და მის შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სიტუაციაზე, მათ შორის კი კავკასიაში არსებულ ურთიერთობებზე. ერთადერთი კი რისი გაკეთებაც მას შეუძლია ეს არის ის, რომ რამდენადმე გააფუჭოს სიტუაცია არა მხოლოდ თავისი არამედ სხვა ქვეყნებისათვის", _ აცხადებს ჟარიხინი.
ჟარიხინი აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ბელორუსის ლიდერის მიმართ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი და მისი მოქმედების ადეკვატური.
"მგონია რომ მოსკოვი იმოქმედებს ისევე, როგორც ბაკიევთან დაკავშირებულ არსებულ სიტუაციაში იმოქმედა, როდესაც ლუკაშენკომ შეიფარა ბაკიევი _ ბელორუსის პრეზიდენტს კრემლში ვიზიტის დროს სადილიც კი არ აჭამეს. და მას შემდეგ რაც იგი არ ასადილეს ბაკიევი მინსკიდან გაქრა. მიმაჩნია, რომ რეაქცია ამჯერადაც ადეკვატური იქნება და ლუკაშენკოს აჩვენებენ სეირს იმისათვის, რომ იმ ადამიანად ჩათვალა თავი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის წარმართვა შეუძლია", _ განაცხადა ჟარიხინმა.