საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს დახმარებას მილიარდ დოლარამდე უზრდიან. ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა.
მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს, საიდანაც 3,5 მილიარდ დოლარი უკვე დაკონტრაქტებულია.
"ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე წლის ბოლომდე 1 მილიარდი დოლარის დაკონტრაქტება მოხდება და ეს თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას მოხმარდება. შესაბამისად, 2012 წლის ბოლომდე ქვეყანა 4,5 მილიარდი დოლარის პროექტებს განახორციელებს", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანის ხარჯზე საქართველოს ფინანსური დახმარება 5 მლრდ-მდე გაიზრდება.
დღესვე მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს განცხადება შეაფასა. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებს ტემპებზე იმსჯელა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მოიწონა და ხაზი გაუსვა იამს, რომ მნიშვნლოვანი რომ საქართველოში საერთაშორისო დახმარებები იზრდება", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის 74,8 მლნ. დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მეექვსე ტრანშია სარეზერვო ხაზიდან, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაუხსნა და რომლის ბიუჯეტიც 750 მლნ დოლარია. თუმცა 2009 წლის აგვისტოში ფონდმა ტრანშის მოცულობა 750 ათასიდან 1,2 მლრდ-მდე გაზარდა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინფორმაციით, კრედიტის გამოყოფამდე სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემი გაანალიზა და სებ-ის მუშაობას მიაქცია ყურადღება რომელიც ბანკმა ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გაატარა.