ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრივატიზაციის "მდგრადი გეგმის" შემუშავებაზე მუშაობს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ვერა ქობალიამ განაცხადა, პრივატზიაციის მიმართულებით მას ახალი მოადგილე ჰყავს.
"ჩემს მოადგილედ დაინიშნა დავით გიორგაძე და ჩვენ ახალ, ძალიან კარგ და მდგრადი პრივატიზაციის გეგმას ვწერთ, რომელსაც უახლოეს ხანებში გაგაცნობთ", - განაცხადა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად თავის დროზე პრივატიზაციის გეგმის შეუსრულებლობა დასახელდა. მაშინ, როდესაც მთავრობამ ვერა ქობალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად წარადგინა განაცხადა, რომ ვერა არის ის კადრი, რომელიც ინვესტორებთან აქტიურად იმუშავებს და პრივატიზაციის მაჩვენებელს გააუმჯობესებს.