ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი ჩავიდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ბასარგინის ცხინვალში ვიზიტის მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური აღდგენითი გეგმის რეალიზების შემოწმებაა.
ბასარგინი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს. როგორც თავად ბასარგინმა განაცხადა ედუარდ კოკოითთან მიმდინარე საუბრის დროს განსახილველი საკითხები რთული და მწვავე იყო.
ამას გარდა, თავად ბასარგინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან ელის წინადადებებს ყველა დოკუმენტაციის წარმოებისა და ყველა ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ.
"ეს დაკავშირებული იქნება ჩვენი ურთიერთობების ლიბერალიზაციასთან და მათ კიდევ უფრო დაჩქარებულ რეჟიმზე გადასვლასთან", _ განაცხადა ბასარგინმა.