ანტოკრიზისული პროგრამის ფარგლებში საქართველო მორიგ ტრანშს მიიღებს. სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის 74,8 მლნ. დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მეექვსე ტრანშია სარეზერვო ხაზიდან, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაუხსნა და რომლის ბიუჯეტიც 750 მლნ დოლარია. თუმცა 2009 წლის აგვისტოში ფონდმა ტრანშის მოცულობა 750 ათასიდან 1,2 მლრდ-მდე გაზარდა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინფორმაციით, კრედიტის გამოყოფამდე სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემი გაანალიზა და სებ-ის მუშაობას მიაქცია ყურადღება რომელიც ბანკმა ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გაატარა.