დღეს, 15 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20 ობიექტის გასხვისება იგეგმება. იყიდება, თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩა №70-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც _ 5 000 000 აშშ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე მეორედ გამოდის, რადგანაც პირველად მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა.
იყიდება ასევე თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 5-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარია.
იყიდება ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახალაკიძეებში მდებარე შპს "სანალია", საწყისი ფასით _ 1 500 000 აშშ დოლარი;
თბილისში, კოსტავას ქუჩა №47/57-ში მდებარე სარდაფია და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის საწისი ღირებულება კი 1 000 000 აშშ დოლარია.