სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზური მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის საკითხები განიხილებოდა.
ე. წ. აფხაზური მთავრობის პრესმდივნის რუბენ მიგრანიანის ინფორმაციით, პიტერ სემნებმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა განვითარდეს და რამდენიმე პროექტის შეთავაზებაც მოახდინონ. კერძოდ, სემნებმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებაზე ანუ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე და სტუდენტების გაცვლის შესახებ საგანმანათლებლო პროექტის შემუშავებაზე.
შამბამ დადებითად მიიღო საგანმანათლებლო პროექტი. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს ბიზნესმენთა შორის კონტაქტების განვითარებისკენ, ხოლო შეთავაზებაზე საქართველოსთან ეკონომიკური კონტაქტების განვითარებაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობები აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებისა მისი სხვადასხვა სახის ეკონომიკურ პროექტებში ჩართულობის გზით წარუმატებლობისთვისაა განწირული.
"ჯერჯერობით დგას საკითხები დევნილთა დაბრუნების და რეინტეგრაციის. შეუძლებელია საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობები გვქონდეს", - განაცხადა შამბამ.