აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ევროკავშირის წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებთან შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ბაღაფშის აზრით, მოლაპარაკებებზე შუამავლებმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავონ და ყველა მონაწილეს ერთნაირად უნდა მიუდგნენ.
"ამ კუთხით დიდი პრეტენზიები გვაქვს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისადმი და მოდერატორებისადმი, რომლებიც ღიად მხოლოდ ერთ მხარეს უჭერენ მხარს".
"თუ თანათავმჯდომარეები ჟენევის პროცესისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლიან და აფხაზეთის პოზიცია კვლავინდებურად იგნორირებული იქნება, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას შეწყვეტს ", _ განაცხადა ბაღაფშმა.