ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 1992-2008 წლებში ე.წ. სამშვიდობო მისიაში მოანაწილე რუს ოკუპანტებს მადლობა გადაუხადა და ე. წ. სამშვიდობოთა დღე მიულოცა.
"ამ დღეს 18 წლის წინ რუსეთის ძალისხმევით სამხრეთ ოსეთში სამმხრივი სამშვიდობო ძალა შემოვიდა და სისხლისღვრა შეაჩერა. მადლობა სამშვიდობოებს იმისათვის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმატებით აჩერებდნენ საქართველოს აგრესიულ მისწრაფებებს. მშვიდობა "ვარდების რევოლუციის" მოხდენისთანავე დაირღვა, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მიითვისა. გახშირდა პროვოკაციები", _ განაცხადა კოკოითიმ.
მისი თქმით, რუსეთმა უკიდეგანო მოთბინება გამოიწვია მშვიდობის გარანტის ხარისხში. საქართველომ კი აიღო ნატოში გაწევრიანების კურსი და ისწრაფვოდა ნებისმიერი ძალით დაებრუნებინა თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რათა თავისთვის ალიანსისაკენ მიმავალი გზა გაეწმინდა.
"7 აგვისტოს ღამით კი ქართულმა არმიამ მთელი თავისი სიმძლავრე დაატეხა თავს ცხინვალს. რუსეთმა კი წამატების ჩაატარა ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია. რუსეთმა დაანახა ყველას, არავის აქვს უფლება მისი მოქალაქეების სიცოცხლეს შეეხოს. რუსეთს უფლება აქვს იამაყოს თავისი არმიით. არასოდეს დაგვავიწყდება რუსი ჯარისკაცების უკვდავი გმირობა", _ განაცხადა კოკოითიმ.