დღეს, 14 ივლისს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში "სამშვიდობოების დღეს" აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ოსი სეპარატისტები მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავენ. ღონისძიებათაგან უმნიშვნელოვანესი არის ცხინვალში დაგეგმილი მრგვალი მაგიდა სახელწოდებით _ "ნეტარ არიან სამშვიდობოები, რამეთუ ისინი ძეებად ღვთისა იწოდნენ" - ეს მრგვალი მაგიდა რუსეთის "სამშვიდობო" მისიას ეძღვნება 1992 წლიდან.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. მრჩეველი ჟანა ზასეევა აცხადებს, რომ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ ე. წ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რუსეთის სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, ე. წ. მესაზღვრეები და საზოგადოების წარმომადგენლები.