რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრეზიდიუმმა სეპარატისტული აფხაზეთისთვის 700 მილიონი რუბლი კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული თანხა აფხაზეთის ბანკების კაპიტალიზაციას მოხმარდება. ეს განცხადება რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ გააკეთა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, საუბარი მიდის ორ ტრანშად _ 300 და 400 მილიონ რუბლად კრედიტის გამოყოფაზე წლიური 2,5 %-ით.