აჭარაში ახალი ტურისტული სააგენტო იქმნება, რომელსაც, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას და, ნინა ქობალია უხელმძღვანელებს.
როგორც დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სამსახური რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ინფორმაციას შეაგროვებს. სააგენტოს საშუალებით მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტების მომსახურება ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი.