ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" საქართველოში პროექტი "მხარდაჭერის აღმოჩენა საფრანგეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის ახალი მცირე ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად" დაასრულა.
პროგრამა საფრანგეთში მყოფი მიგრანტებისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა სოციალური კომპონენტს, ბიზნესგეგმების მომზადებასა და პროფესიულ ტრეინინგებს. შერჩეული ბიზნესიდეები კი OFII -ისა (საფრანგეთის იმიგრაციის და ინტეგრაციის ოფისი) და PIN-სგან ("ადამიანი გაჭირვებაში") ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
სამწლიანი პროექტის ფარგლებში - 2007 წლის თებერვლიდან 2010 წლის ივნისამდე - PIN-ი დაეხმარა 76 ბენეფიციარს და განახორციელა 48 პროექტი სხვადასხვა სექტორში, რომელთა საერთო ღირებულებაც 260 ათას ევროს შეადგენდა.
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაია "ადამიანი გაჭირვებაში" დაარსდა 1992 წელს და განახორციელა პირველი ჰუმანიტარული მისია მთიანი ყარაბახის მოსახლეობის დასახმარებლად.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი მისიაა, დავეხმარონ კონფლიქტის შედეგად ან სტიქიური უბედურების მიერ დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე ხელი შეუწყონ დემოკრატიული იდეების გავრცელებას მსოფლიოში.