თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილს წყალი არ მიეწოდება. "თბილისის წყალს" შეზღუდვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მოსახლეობა ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თბილისის წყალში" განუცხადეს, დუშეთში ჭარბი ნალექის გამო სათავე ნაგებობაზე წყალი აიმღვრა და თბილისის მასშტაბით წყალომამარაგება შეიზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის გაშვება უახლოეს ხანში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონმა სერიოზული ზარალი მიადგა. რაიონში დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემები, მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა და გათიშულია გაზი.