აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მთავარ პრიორიტეტს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საგზაო და სამელიორაციო სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.
2011-2014 წლების მხარჯავი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2011-2014 წლებში რეაბილიტირებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, შეკეთდება და აღდგება ხიდები, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება;
მნიშვნელოვნად მოწესრიგდება მუნიციპალურ ცენტრებთან, ისტორიულ ძეგლებთან და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზები;
უზრუნველყოფილი იქნება გზების არსებული საექსპლუატაციო პარამეტრების შენარჩუნება და ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი მოძრაობა.