მთავრობა სათამაშო ბიზნესზე წნეხს ზრდის. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი "სათამშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების ქვედა და ზედა ზღვარი 2,5-ჯერ იზრდება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე განმარტავს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, თითოეულ სალარო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა 2,5-ჯერ ზრდება. თუ არსებული კანონმდებლობით მოსაკრებლის ოდენობა დღეისათვსის 1500-დან 3000 ლარამე იყო ახალი კანონპროექტის თანახმად, ის 3750 ლარიდან 7500 ლარამდე იზრდება.
დღეისათვის თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარდალში 600-დან 1200 ლარამდე გადასახდელია, თუმცა ახალი კანონპროექტის თანახმად ეს თანხა 1500-დან 3000 ლარამდე იზრდება.
როგორც მიქელაძე განმარტავს, კანონპროექტს მიღების შემდეგ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება, თუმცა რა ოდენობით გაიზრდება საშემოსვალო ნაწილი ეს დამოკიდებული იქნება იმაზე Yთუ რამდენი ნებართვა გაიცემა წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის დასაწყებად.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარ იმ ოდენობის ზუსტად განსაზღვრა თუ რამდენით გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შეუძლებელია" - განაცხადა ნათია მიქელაძემ.