მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ვირტუალურ ზონას ქმნის, სადაც ოპერირების მსურველი კომპანიებისთვის მთავრობა ყველა გადასახადს აუქმებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, ვირტუალურ ზონებში საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, რაც სუბიექტებს საშემოსავლო, აქციზის, საბაჟო და მოგების გადასახადისგან გაათავისუფლებს.
"საინფორმაციო ტექნოლოგიური (ვირტუალური) ზონების შესახებ" კანონპროექტის შემუშავების მიზეზი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საქართველოში რთულად ვითარდება სინფორმაციო ტექნოლოგიები, რის შედეგადაც მიღებულ უნდა იქნეს პროგრამული უზურნველყოფის პროდუექტები და კომპიუტერული მოწყობილებები.
კანონპროექტის მიღების მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტენქოლოგიების სფეროში, რაც საბოლოო ჯამში ორიენტირებულია პროგრამული უზურნველყოფის პროდუექტების და კომპიუტერული მოწყობილობების შექმნაზე", _ განაცხადა ნათია მიქელაძემ.